2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახლომხედველი იქნება | Allnews.Ge

2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახლომხედველი იქნება

2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ახლომხედველობით იქნება დაავადებული, პლანეტის მოსახლეობის 1/5 კი სიბრმავის რისკი წინაშე აღმოჩნდება. ასეთია მეცნიერული კვლევა, რომელიც ჟურნალ Ophthalmology-ში გამოქვეყნდა.

ამ კვლევის თანახმად, დღეს დედამიწის დაახლოებით, 2 მილიარდი მაცხოვრებელი უკვე დაავადებულია ახლომხედველობით ან მიოპიით. 2020 წლისთვის მათი რაოდენობა 2,6 მილიარდს, 2050-ვის კი 5 მილიარდამდე გაიზრდება.

მეცნიერთა შემაშფოთებელი დასკვნები 145 კვლევის ანალიზს ეფუძნება, რომელშიც 2,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თუ 60 წლის წინ მიოპიით ჩინელების 10-20% იყო დაავადებული, ახლა მათი რაოდენობა 90%-ს შეადგენს. სეულში კი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 95,6% ახლომხედველია.

მეცნიერთა აზრით, მიოპიის თავიდან აცილება ძალიან მარტივია - ამისთვის ბევრი მზეა საჭირო. მიოპიის გამომწვევი მიზეზი დოფამინის ნაკლებობაა, ამ ნივთიერების შემუშავება კი ორგანიზმში მზის შუქის ზემოქმედების დროს ხდება.

ექიმებმა დაადგინეს, რომ მხედველობის შესანარჩუნებლად, ადამიანი ყოველდღიურად სულ მცირე სამ საათს უნდა ატარებდეს მზის შუქზე.

myquiz