საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რომლებიც სიონის ტაძარში არიან დაკრძალულები და მათი ისტორიები | Allnews.Ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რომლებიც სიონის ტაძარში არიან დაკრძალულები და მათი ისტორიები

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის თა­რი­ღად დად­გინ­და 2026 წლის 22 მარ­ტი, კვი­რა. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლად, პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნი­სა­ზღვრა თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძა­რი, - ამის შე­სა­ხებ წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ გა­აც­ნო.

  • ცნო­ბის­თვის: თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 8 კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი: კი­რი­ონ II, ლე­ო­ნი­დე, ამ­ბრო­სი, ქრის­ტე­ფო­რე, კა­ლის­ტრა­ტე, მელ­ქი­სე­დეკ III, ეფ­რემ II და და­ვით V.

კი­რი­ონ II (ერის­კა­ცო­ბა­ში - გი­ორ­გი იე­რო­ნი­მეს ძე სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი) და­ი­ბა­და 1855 წლის 10 ნო­ემ­ბერს ქვე­მო ნი­ქოზ­ში, გო­რის მაზ­რა­ში და გარ­და­იც­ვა­ლა 1918 წლის 27 ივ­ნისს, მარ­ტყოფ­ში.

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის შემ­დეგ (1917-1918 წლე­ბი). სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მიერ 2002 წელს წმინ­და­ნა­დაა შე­რა­ცხი­ლი.

ლე­ო­ნი­დე (ერის­კა­ცო­ბა­ში ლონ­გი­ნოზ ოქ­რო­პი­რი­ძე) და­ი­ბა­და 1861 წლის 15/28 თე­ბერ­ვალს გო­რის მაზ­რის სოფ. ნა­ქა­ლა­ქევ­ში. პირ­ველ­და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, შემ­დეგ სწავ­ლობ­და თბი­ლი­სი­სა და სტავ­რო­პო­ლის სე­მი­ნა­რი­ებ­ში.

1921 წლის 11 ივ­ნისს პატ­რი­არ­ქი შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლეს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც დღემ­დე გა­ნის­ვე­ნებს XX ს-ის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ღირ­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

ამ­ბრო­სი (ერის­კა­ცო­ბა­ში ბე­სა­რი­ონ ზო­სი­მეს ძე ხე­ლა­ია) და­ი­ბა­და 1861 წლის 7 სექ­ტემ­ბერს სა­მურ­ზა­ყა­ნო­ში და გარ­და­იც­ვა­ლა 1927 წლის 29 მარტს, თბი­ლის­ში. ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1921-1927 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი.

ქრის­ტე­ფო­რე III (ერის­კა­ცო­ბა­ში ქრის­ტე­ფო­რე მურ­მა­ნის ძე ციცქიშ­ვი­ლი). და­ი­ბა­და 1873 წლის 27 მარტს ვერ­ტყვი­ჭა­ლა­ში, შო­რაპ­ნის მაზ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა 1932 წლის 23 იან­ვარს, თბი­ლის­ში. ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1927–1932 წლებ­ში.

კა­ლის­ტრა­ტე (ერის­კა­ცო­ბა­ში კა­ლის­ტრა­ტე (ბი­ჭი­კო) მი­ხე­ი­ლის ძე ცინ­ცა­ძე) და­ი­ბა­და 1866 წლის 24 აპ­რილს, ტო­ბა­ნი­ერ­ში, ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და გარ­და­იც­ვა­ლა 1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში. ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1932–1952 წლებ­ში. 2016 წლის 22 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე წმინ­და­ნად შე­რა­ცხა.

მელ­ქი­სე­დეკ III (ერის­კა­ცო­ბა­ში - მი­ხე­ილ გი­ორ­გის ძე ფხა­ლა­ძე. და­ი­ბა­და 1872 წლის 2 ნო­ემ­ბერს ყან­და­უ­რა­ში, სიღ­ნა­ღის მაზ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა 1960 წლის 10 იან­ვარს თბი­ლის­ში. ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1952-1960 წლებ­ში.

ეფ­რემ II (ერის­კა­ცო­ბა­ში - გრი­გოლ შიოს ძე სი­და­მო­ნი­ძე) და­ი­ბა­და 1896 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ დო­ე­სი, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და გარ­და­იც­ვა­ლა 1972 წლის 7 აპ­რილს. ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი - 1960-1972 წლებ­ში.

და­ვით V (ერის­კა­ცო­ბა­ში - ხა­რი­ტონ ჯი­ბოს ძე დევ­და­რი­ა­ნი) და­ი­ბა­და 1903 წელს 6 აპ­რილს სო­ფელ მი­რონ­წმინ­და­ში და გარ­და­იც­ვა­ლა 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1972–1977 წლებ­ში.

2026 წლის 22 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქთა ამ რიგს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რეც შე­უ­ერ­თდე­ბა.

ავტორი: ლალი ფაცია

წყარო