სამსახურს ეძებთ? - ევროკავშირში ვაკანსიები ყველაზე სწრაფად ამ სექტორებში იზრდება | Allnews.Ge

სამსახურს ეძებთ? - ევროკავშირში ვაკანსიები ყველაზე სწრაფად ამ სექტორებში იზრდება

ევროპის შრომის ბაზარი 2026 წლის დასაწყისისთვის შედარებით სტაბილურია. დასაქმების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა, მიუხედავად ეკონომიკური შენელებისა და გლობალური არასტაბილურობისა. თუმცა, საერთო მდგრადობის მიუხედავად, რამდენიმე სექტორში კადრების დეფიციტია.

პანდემიის შემდეგ დარჩენილი ვაკუუმის შევსება რთული აღმოჩნდა.

  • Eurostat-ის ახალი მონაცემებით, 2019-დან 2023 წლამდე ყველაზე დიდი ზრდა ვაკანსიების მაჩვენებელში წარმოების სფეროში დაფიქსირდა.

მაჩვენებელი 4.2%-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სექტორს თანამშრომლების მოძიება გაუჭირდა. პანდემიის დროს დაწესებულმა ლოკდაუნებმა მიწოდების ჯაჭვები დაარღვია. ბევრმა მუშაკმა წარმოების ინდუსტრია დატოვა.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სექტორმა სწრაფად დაიწყო აღდგენა. წარმოება გაიზარდა, მოთხოვნა მოიმატა და ახალი კადრები გახდა საჭირო. ყველაზე მაღალი ვაკანსიები დაფიქსირდა შემდეგ პოზიციებზე:

  1. გაყიდვების, მარკეტინგისა და განვითარების მენეჯერები – 3%.
  2. გაყიდვების თანამშრომლები – 2.8%.
  3. ტრანსპორტისა და საწყობის მუშაკები – 2.5%.
  4. ადმინისტრაციული მხარდაჭერის პერსონალი – 2.4%.

თუმცა ყველა სფეროში ერთნაირი სურათი არ არის, ზოგიერთ სექტორში ვაკანსიების მაჩვენებელი შემცირდა.

ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა სიცოცხლის მეცნიერებების ტექნიკოსებში – მინუს 2.6%.

  1. მონაცემთა ბაზისა და ქსელების სპეციალისტებში – მინუს 1.7%.
  2. პროგრამისტებსა და ანალიტიკოსებში – მინუს 1.5%.

ექსპერტები კლებას ნაწილობრივ ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ზრდას უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, მონაცემთა მეცნიერებისა და გენური თერაპიის სპეციალისტებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. თუმცა ეს სრულად არ ვრცელდება ხელით სამუშაოებსა და მხოლოდ კვლევით პოზიციებზე.

Eurostat-ის განმარტებით, ვაკანსიების კლების მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ეს პროფესიები ქრება. მაგალითად, მონაცემთა ბაზისა და ქსელების სპეციალისტებში ვაკანსიები 5.1%-მდე შემცირდა. თუმცა ეს მაინც აღემატება ყველა პროფესიის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2.4%-ია.

ამავე პერიოდში ამ სფეროში დასაქმებულთა წილი 0.2%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა პროგრამისტებსა და ანალიტიკოსებში.

2023 წელს ვაკანსიების მაჩვენებელი 6.9%-მდე შემცირდა. თუმცა დასაქმებულთა წილი 0.5%-ით გაიზარდა.

  • მეორე მხრივ, ზოგიერთ სფეროში ვაკანსიების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა წილი შემცირდა.

ასეთი შემთხვევა იყო ტრანსპორტისა და საწყობის მუშაკებში – მინუს 0.2%.

ასევე გაყიდვების თანამშრომლებში – მინუს 0.1% 2019-2023 წლებში.

წყარო