ფსიქოლოგები ასახელებენ 4 ფრაზას, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ | Allnews.Ge

ფსიქოლოგები ასახელებენ 4 ფრაზას, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ

ოჯახურ ვახშამზე ხართ და უცებ ვიღაც ამბობს: „დღეს ხალხი უბრალოდ სულელია, ესაა პრობლემა...“ საუბარი გრძელდება, მაგრამ ატმოსფერო იცვლება. სიტყვებს ნამდვილად შეუძლია დიდი გავლენის მოხდება ყველას განწყობაზე.

ფსიქოლოგები წლებია იკვლევენ, როგორ ავლენს ჩვენი ფრაზები ჩვენს აზროვნებას და ინტელექტს. ზოგიერთი გამოთქმა მიუთითებს ზედაპირულ აზროვნებაზე...

ფსიქოლოგებმა დაასახელეს 4 კონკრეტული ფრაზა, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად ამობობენ:

  • 1. „ყველაფერი შავი ან თეთრია“

ასეთი ადამიანები ხშირად საუბრობენ უკიდურესი ფორმებით:

„ან ჩემთან ხარ, ან ჩემს წინააღმდეგ.“

„ყველა პოლიტიკოსი კორუმპირებულია.“

„ეს სრულად არასწორია.“

ფსიქოლოგიაში ამას „შავი-თეთრი აზროვნება“ ეწოდება. ის ამარტივებს სამყაროს, მაგრამ აქრობს ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ სიტყვებს „ყოველთვის“, „არასდროს“, „ყველა“, „არავინ“, რთულ ანალიზსა და ალბათურ აზროვნებაში დაბალ შედეგს აჩვენებენ.

  • 2. „ასეთი ვარ და მორჩა“

ეს ფრაზა ხშირად ჩნდება კრიტიკის დროს.

ვიღაც მიუთითებს შეცდომაზე და პასუხია: „ასეთი ვარ და ვერაფერს შევცვლი.“

ფსიქოლოგიაში ამას „ფიქსირებული აზროვნება“ ჰქვია. ადამიანი საკუთარ თვისებებს უცვლელად აღიქვამს და არ ცდილობს გაუმჯობესებას.

ასეთი მიდგომა ამცირებს თვითანალიზს და განვითარების სურვილს.

  • 3. „ყველამ იცის ეს“

ფრაზა თავდაჯერებულად ჟღერს, მაგრამ ხშირად ფაქტების გარეშე გამოიყენება.

„ყველამ იცის, რომ მედია ტყუის.“

„ყველამ იცის, რომ წარმატება უბრალოდ იღბალია.“

ფსიქოლოგები ამას „ცრუ კონსენსუსის ეფექტს“ უწოდებენ. ადამიანი ფიქრობს, რომ მის აზრს უმრავლესობა იზიარებს. რეალურად ამას ხშირად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.“

  • 4. „ექსპერტები არ მჭირდება, მე მაქვს საღი აზრი“

ეს ფრაზა ხშირად მიუთითებს სწავლისგან თავის არიდებაზე.

კვლევები აჩვენებს, რომ ნაკლები ცოდნის მქონე ადამიანები საკუთარ კომპეტენციას ხშირად ზედმეტად აფასებენ. ამას „დანინგ-კრუგერის ეფექტი“ ეწოდება.

როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

პირდაპირი დაპირისპირება ხშირად უკუშედეგს იძლევა. უკეთესია კითხვა:

„რატომ ფიქრობ ასე?“

„რა საფუძველი აქვს ამ მოსაზრებას?“

ინტელექტი მხოლოდ IQ არ არის. თუმცა ენა აჩვენებს, რამდენ ძალისხმევას დებს ადამიანი აზროვნებაში.

წყარო