ბავშვის ტვინის განვითარებისთვის საუკეთესო და მარტივი მეთოდი - პროფესორი ვასი გვირჩევს
-
მშობლები ხშირად ცდილობენ თავიანთ ახალშობილებს ფერადი სათამაშოებით, წიგნებითა და აქტივობებით გაავსონ იმ მიზნით, რომ მათ ტვინი განივიტარდეთ. თუმცა, ბავშვთა განვითარების ექსპერტის განცხადებით, ეს მიდგომა არასწორია.
-
პროფესორ სამ ვასის, აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტის ბავშვთა მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის თქმით, პატარა ბავშვების ტვინი არ არის მზად გადაჭარბებული სტიმულაციისთვის. მათი განვითარება უფრო უკეთ ხდება მარტივი მეთოდით.
“რამდენიმე წლის წინ გავრცელებული იყო იდეა, რომ ბავშვებს მეტი სტიმულაცია სჭირდებათ,“ – ამბობს პროფესორი ვასი BBC Radio 4-ის Today პროგრამაში. Baby Einstein-ის იდეა ამბობდა: რაც უფრო მეტს მიაწვდი ბავშვს, მით უფრო ბევრს ისწავლის.
“არ მინდა ვინმე დავამცირო, მაგრამ მეცნიერება ნათლად ამბობს: ძალიან პატარა ბავშვების ტვინი დიდი, არეული, ბნელი ოთახივითაა. მას საპირისპირო სჭირდება - სიმარტივე, სიმშვიდე და სიდინჯე. ერთი და იგივე ტექსტების, საქმიანობის განმეორება, მათ ტვინებს განვითარებაში ეხმარება და ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე დატვირთული სათამაშო რუტინა,“ - აღნიშნა პროფესორმა ვასიმ.
Baby Einstein ბრენდი 1996 წელს დაარსა ამერიკელმა მასწავლებელმა ჯული აინგერი-კლარკმა. მეთოდი წარმოადგენს ვიდეოებს, სადაც ბავშვებიკლასიკური მუსიკის ფონზე (მოცარტი, ბეთჰოვენი, ვივალდი, ჰენდელი), მარტივი სიტყვებს იმეორებენ სხვადასხვა ენაზე.
თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი მასალა არაა ეფექტური. მაგალითად, 2007 წლის ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვებმა, რომლებიც ასეთ ვიდეოებს უყურებდნენ, ნაკლები სიტყვა გაიგეს, ვიდრე მათ, ვინც ვიდეოებს არ უყურებდა. მოგვიანებით ანალიზმა დაამტკიცა, რომ ვიდეოები ზიანის მომტანი არ ყოფილა, მაგრამ რეალური სარგებელი ენა-განვითარებისთვის თითქმის არ ჰქონდათ.
-
პროფესორ ვასის რეკომენდაციები
„ყველაზე ეფექტურია ერთი და იმავე წიგნის მრავალჯერ კითხვა, ერთი სათამაშოს ერთი ღილაკის რამდენჯერმე დაჭერა, რათა იგივე ეფექტი მიიღონ. ჩვენ გვგონია, რომ რაც უფრო მეტს მივაწვდით ბავშვს, მით უფრო მეტს ისწავლიან. სინამდვილეში კი ყველაფერი საპირისპიროა,“ – ამბობს პროფესორი ვასი
ბავშვების ტვინი გაცილებით ნელია ინფორმაციის დამუშავებაში, ვიდრე ზრდასრულთა. ამიტომ, თუ მოქმედებები არ იქნა შენელებული ან განმეორებული, ისინი ხშირად დეტალებს ვერ აღიქვამენ.“