თსუ და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთიანდება - რა ერქმევა გაერთიანებულ უნივერსიტეტს და შემცირდება თუ არა სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები | Allnews.Ge

თსუ და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთიანდება - რა ერქმევა გაერთიანებულ უნივერსიტეტს და შემცირდება თუ არა სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები

“და­მა­ტე­ბით შე­მოგ­ვაქვს წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა - ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, არ იგეგ­მე­ბა აკა­დე­მი­უ­რი კად­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა, გივი მი­ქა­ნა­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არც სტუ­დენ­ტთა ჩა­რი­ცხვის კვო­ტე­ბი არ შემ­ცირ­დე­ბა. ასე­ვე, მი­ქა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი იქ­ნე­ბა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

"და­მა­ტე­ბით შე­მოგ­ვაქვს წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სას­წავ­ლო და კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სტრა­ტე­გი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ხა­რის­ხის ზრდა­სა და ახალ­გაზ­რდა აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, არ იგეგ­მე­ბა აკა­დე­მი­უ­რი კად­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს, გავ­წევთ ძა­ლის­ხმე­ვას, რომ მათი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს რო­გორც სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტში, ასე­ვე კვლე­ვით და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, მი­ვი­ღეთ არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ ვამ­ცი­რებთ სტუ­დენ­ტთა ჩა­რი­ცხვის კვო­ტებს.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გამჭვირ­ვა­ლედ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მე­ბი. ამის და­დას­ტუ­რე­ბაა მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზით, რე­ფორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა, რა­საც ჩვენ მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ნა­ძემ.