მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სტუდენტებს შეეხება | Allnews.Ge

მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სტუდენტებს შეეხება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, გივი მი­ქა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­ერ­თი­ან­დე­ბა.

  • მისი თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნით, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, შე­იქ­მნე­ბა მარ­თვის დრო­ე­ბი­თი ორ­გა­ნო - საბ­ჭო და და­ი­ნიშ­ნე­ბა რექ­ტო­რი­სა და რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მარ­თა­ვენ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს."

„უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მის და­წყე­ბა ეფუძ­ნე­ბა სიღ­რმი­სე­ულ ანა­ლიზს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან ინ­ტე­რე­სებს. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის კვლე­ვით მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­და­რე­ბით ანა­ლი­ზი.

ამ პრო­ცე­სი­სა და რექ­ტო­რებ­თან წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ეს იქ­ნე­ბა სა­წინ­და­რი, რომ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გახ­დეს რე­გი­ონ­ში აკა­დე­მი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო გან­ვი­თა­რე­ბის წამ­ყვა­ნი ცენ­ტრი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გე­ბი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნით, მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, შე­იქ­მნე­ბა მარ­თვის დრო­ე­ბი­თი ორ­გა­ნო - საბ­ჭო და და­ი­ნიშ­ნე­ბა რექ­ტო­რი­სა და რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მარ­თა­ვენ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ნა­ძემ.