შსს საჯარო სკოლებში ახალ პროექტს იწყებს, რომელიც 4000-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს - რას აცხადებს გეკა გელაძე | Allnews.Ge

შსს საჯარო სკოლებში ახალ პროექტს იწყებს, რომელიც 4000-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს - რას აცხადებს გეკა გელაძე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ახალ პრო­ექტს და კამ­პა­ნი­ას იწყებს - “პრო­ფე­სია პო­ლი­ცი­ე­ლი“, მიზ­ნად ისა­ხავს ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის გაც­ნო­ბას და მო­ზარ­დებ­ში ამ პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, შს მი­ნის­ტრმა გელა გე­ლა­ძემ მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრ გივი მი­ქა­ნა­ძეს­თან ერ­თად ახა­ლი კამ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შსს აკა­დე­მი­ა­ში წა­რუდ­გი­ნა. მი­ნის­ტრმა, პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა პო­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა. მისი თქმით, ახა­ლი კამ­პა­ნია ახალ­გაზ­რდებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხელს შე­უ­წყობს.

„სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და­ი­წყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი - „პრო­ფე­სია პო­ლი­ცი­ე­ლი“, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მთა­ვარ მი­ზანს - ახალ­გაზ­რდებ­მა გა­ი­გონ მეტი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყოფს ეწ­ვი­ონ და ად­გილ­ზე გა­ეც­ნონ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიღ­წე­ვებს, შე­დე­გებს, წარ­მა­ტე­ბებ­სა და ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. ვფიქ­რობთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს ახალ­გაზ­რდე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას პო­ლი­ცი­ე­ლის ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი და სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ით“, - გა­ნა­ცხა­და გელა გე­ლა­ძემ.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მი­ნის­ტრებ­მა, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ზარ­დე­ბის­თვის, აკა­დე­მი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­წყო­ბი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის სტენ­დე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და სი­მუ­ლა­ცი­ურ აქ­ტი­ვო­ბებს და­ეს­წრნენ.

კამ­პა­ნია „პრო­ფე­სია პო­ლი­ცი­ე­ლი“ 21 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და წლის ბო­ლომ­დე, 4000-მდე სკო­ლის მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ეწ­ვი­ოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყოფს, ად­გილ­ზე გა­ეც­ნოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და და­ნა­ყო­ფე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კას და ჩა­ერ­თოს სი­მუ­ლა­ცი­ურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.