იაკობ ხუცესი, როგორც ნაწარმოების ავტორი და პერსონაჟი
იაკობი პიროვნებაა, რომლიც შუშანიკის წამების ავტორად გვევლინება, ასევე იგი ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟიცაა.
პირველად იაკობი ნაწარმოების პერსონაჟად მესამე თავში გვხვდება პიტიახშის სასახლის აპისკოპოს აფოცთან ერთად. მისი სახელი ნაწარმოებში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ისიც მე-7 თავში.
"იაკობი მანდა არსა? " - ეკითხება "ყმაი ერთი" მცველს, როდესაც იაკობი სენაკში შუშანიკის სანახავადაა შესული. ხუცესი როგორც შუშანიკის სულიერი მოძღვარი მუდამ ცდილობს მის გვერდით ყოფნას ყველანაირი განსაცდელის დროს, ცდილობს გაამხნევოს და დახმარება გაუწიოს.
პურობის შემდეგ როდესაც იაკობმა იხილა ნაცემი, თვალდასიებული, დალურჯებული შუშანიკი ცრემლი ვერ შეიკავა და ტირილი აღმოხდა. ასეთივე რეაქცია ჰქონდა ციხეში ნაწამები დედოფლის ნახვის შემდეგაც: "და ვითარ შემიყვანა მცველმან მან, და ვიხილე ტარიგი იგი ქრისტეისი მშუენივრად, ვითარცა სძალი, შემკული საკრველთა მათგან, დამე, ვითარ ვერ დამითმო გულმან, ვტიროდე ფრიად." ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ იაკობი გამიცდის დედოფლის ამბავს და თანაუგრძნობს მას.
რაც შეეხება ვარსქენს, იგი ხშირადაა მოხსენიებული როგორც "სამგზის საწყალობელი" ეს სიტყვები ნათლად მიუთითებს ავტორის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ პერსონაჟისადმი.
როდესაც იაკობ ცურტაველი ამ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებს ქმნიდა, ფიქრობდა, რომ შუშანიკი მაგალითი გახდებოდა სხვებისთვის და სტიმულს მისცემდა ხალხს, რათა ყოველგვარი გასაჭირისთვის გაეძლოთ, რაც სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების გზაზე გადაეღობებოდათ ტავტოლოგიიისთვის ბოდიშიდდ