10 ლოგიკური ამოცანა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები უკეთ ართმევენ თავს
ამ ამოცანების ამოსახსნელად საჭიროა ლოგიკური აზროვნება, ანალიტიკური დაკვირვება და მათემატიკის ცოდნა.
საინტერესოა, როგორ გაართმევთ თავს?
ამოცანები:
- 1990 წელს ბიჭი 15 წლის იყო. 1995 წელს კი 10 წლის. რა შემთხვევაში შეიძლება ასე მოხდეს?
- მე სამი ვაშლი მქონდა, შენ ორი ცალი მოგეცი. რამდენი ვაშლი გაქვს ახლა?
- ა არის ბ-ს მამა მაგრამ ბ არ არის ა-ს ვაჟი ვინ არის ბ?
- რა არის სპილოს ტოლი, მაგრამ წონა არ აქვს?
- ყოველ ღამით მიბრძანებენ რა გავაკეთო - ყოველ დილით ვაკეთებ რაც მიბრძანეს და მაინც ვერ მიტანენ. ვინ ვარ?
- როცა ადამიანს ის აქვს, მისი გაზიარება უნდა. როცა აზიარებს-ის ქრება. რა არის?
- მე წარსულში მიპოვი. აწმყოში მქმნიან და მომავალიც ვერ შემცვლის
- თხევადიც ვარ და მყარიც, ზოგჯერ ბუშტებიანიც. მე ყველა სახლში მნახავ. რა ვარ?
- ის თქვენი საკუთრებაა, მაგრამ სხვა ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ. ვიდრე თქვენ.
- ის გამუდმებით ძირსაა, მაგრამ არასოდეს ისვრება - რა არის?
პასუხები
- ბიჭი ქრისტეშობამდე დაიბადა. ძვ წ.აღ 1995 წელს ის 10 წლის იყო და 1990 წელს კი 15 წლის გახდა
- ალბათ იფიქრეთ, რომ ძალიან მარტივია და რაღაცას ვეშმაკობთ? არა, პასუხი მარტივი: თუ ორი ვაშლი მოგეცი, შენ ორი ვაშლი გაქვს.
- ბ არის ა-ს ქალიშვილი
- სპილოს ჩრდილი
- მაღვიძარა
- საიდუმლო
- ისტორია
- საპონი
- თქვენი სახელი
- ჩრდილი