ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს 4 179 მოქალაქე სწავლობდა - როგორია ქვეყნების მიხედვით მონაცემები | Allnews.Ge

ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს 4 179 მოქალაქე სწავლობდა - როგორია ქვეყნების მიხედვით მონაცემები

ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წელს 1.76 მილიონი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც სტუდენტის 8.4%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ირკვევა „ევროსტატის“ განახლებული ანგარიშიდან.

ამავე მონაცემების მიხედვით, უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების წილი ყველაზე მაღალი იყო ლუქსემბურგში (52.3%), მას კი მოსდევდა მალტა (29.6%) და კვიპროსი (22.3%).

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელი სტუდენტების წილი ყველაზე დაბალი იყო საბერძნეთში (3%), ხორვატიასა (3.7%) და ესპანეთში (4.3%).

ევროკავშირის რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები სასწავლებლად

რაც შეეხება საქართველოს, „ევროსტატის“ მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე ევროკავშირში სულ სწავლობდა 4 179 საქართველოს მოქალაქე, აქედან საბაკალავრო პროგრამებზე - 2 114, მაგისტრატურის საფეხურზე - 1 727, ხოლო დოქტორანტურაზე - 338 სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ სწავლების სამივე საფეხურის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიდერი იყო გერმანია. უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე გერმანიაში ჯამში საანგარიშო პერიოდში 1 936 ქართველი სტუდენტი სწავლობდა.

კერძოდ, სამივე საფეხურის შემთხვევაში, იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ქართველი სწავლობდა, ასე გამოიყურებოდა:

საბაკალავრო საფეხური:

  • გერმანია - 870 სტუდენტი;
  • საბერძნეთი - 166 სტუდენტი;
  • საფრანგეთი - 150 სტუდენტი;
  • ნიდერლანდები - 111 სტუდენტი;
  • უნგრეთი - 102 სტუდენტი. იხილეთ სრულად