რომელი პროფესიები და უნივერსიტეტები იყო ყველაზე მოთხოვნადი გასულ წელს - სტატისტიკური ანალიზი | Allnews.Ge

რომელი პროფესიები და უნივერსიტეტები იყო ყველაზე მოთხოვნადი გასულ წელს - სტატისტიკური ანალიზი

ჯერ-ჯერობით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი მონაცემები არ გამოუქვეყნებია. მათ შორის არც საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით. თუმცა არსებობს გასული წლის მონაცემები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს აბიტურიენტებისთვის. დღეს გაგიზიარებთ 20 ყველაზე მოთხოვნად პროგრამას, რომლებიც გასულ წელს ჩამონათვალში პირველ ადგილზე ყველაზე მეტ აბიტურიენტს ეწერა:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 1495 აბიტურიენტს ეწერა.

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა), პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 757 აბიტურიენტს ეწერა.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 694 აბიტურიენტს ეწერა.

სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 682 აბიტურიენტს ეწერა.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამები: 1. ეთნოლოგია; ისტორია; 3. არაბისტიკა; 4. ირანისტიკა; 5. თურქოლოგია; 6. ებრაისტიკა; 7.არმენოლოგია; 8. ასირიოლოგია; 9. შორეული აღმოსავლეთი. იაპონისტიკა; 10. შორეული აღმოსავლეთი. სინოლოგია; 11. ქართული ფილოლოგია; 12. ინგლისური ფილოლოგია; 13. გერმანული ფილოლოგია; 14. ფრანგული ფილოლოგია; 15. ესპანისტიკა; 16. იტალიანისტიკა; 17. კლასიკური ფილოლოგია; 18. ბიზანტიური ფილოლოგია; 19. ახალი ბერძნული ფილოლოგია; 20. რუსული ფილოლოგია; (ქართულენოვანი) 21. სკანდინავიური ფილოლოგია, პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე 671 აბიტურიენტს ეწერა. იხილეთ სრულად