რომელია ყველაზე მოთხოვნადი სკოლები თბილისში და სად დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი? | Allnews.Ge

რომელია ყველაზე მოთხოვნადი სკოლები თბილისში და სად დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი?

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 ივნისს დასრულდა. რეგისტრაციის ბოლო, მეოთხე ეტაპი კი 30 ივნისს დაიწყო და 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

როგორც აღვნიშნეთ, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 24 ივნისამდე არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული მონაცემებით, ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა შემდეგ საჯარო სკოლებში:

  • თბილისი - ვაკე-საბურთალო სსიპ - თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
  • თბილისი - გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
  • თბილისი - ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №192 საჯარო სკოლა
  • თბილისი - გლდანი-ნაძალადევი -სსიპ - ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა
  • იმერეთი - ქუთაისი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა
  • თბილისი - გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა იხილეთ სრულად