დრონები და მზერის ამომცნობი კამერები გამოცდებზე - როგორ აკონტროლებენ "შპარგალკებს" და "გადაწერას" სხვა ქვეყნებში | Allnews.Ge

დრონები და მზერის ამომცნობი კამერები გამოცდებზე - როგორ აკონტროლებენ "შპარგალკებს" და "გადაწერას" სხვა ქვეყნებში

გამოცდები რომ ობიექტურად ჩატარდეს, ყველა ქვეყანაში კონტროლის გარკვეული მექანიზმი მოქმედებს. მაგალითად, საქართველოში აკრძალულია წყლის გარდა რაიმე ნივთის საგამოცდო ოთახში შეტანა. მანამდე აბიტურიენტები შემოწმებას გადიან, უმოწმებენ ჯიბეებს და მკლავებსაც კი, რომ რაიმე წარწერა არ ჰქონდეთ სხეულზე. დაგატოვებინებენ სამაჯურს, საათს, საფულეს, ტელეფონს და ასე შემდეგ. რა ხდება სხვა ქვეყნებში - როგორ აკონტროლებენ ვითარებას, რომ არავინ "გადაიწეროს" და რას აკეთებენ მშობლები საპასუხოდ.

1. ინდოეთი - კარნახი ფანჯრიდან

ბიჰარის პროვინციაში 2015 წელს, საჯარო სკოლის გამოცდების დროს ათეულობით მშობელი აცოცდა მრავალსართულიანი შენობის კედლებზე, რათა ფანჯრებიდან მოსწავლეებისთვის პასუხები ეკარნახათ. ეს შემთხვევა მსოფლიოს მედიაში "კარნახის ფესტივალად" მოინათლა და ასახავს, თუ რამდენად დიდია ზოგიერთ რეგიონში ზეწოლა კარგი ქულის მიღებაზე. მშობლებიდან უმრავლესობა დააკავეს და მოსწავლეებიც მოხსნეს გამოცდებიდან, მაგრამ ფაქტს ინტერნეტში ხშირად იხსენებენ.

2. ჩინეთი - დრონები და ხელოვნური ინტელექტი

მოსწავლეების დასაკვირვებლად ჩინეთის გამოცდებზე უკვე წლებია იყენებენ მაღალტექნოლოგიურ მეთვალყურეობას. კამერები თვალის მოძრაობას აკვირდებიან, სპეციალური სათვალეები თვალის მიმართულებას აფიქსირებენ, ხოლო დრონები ზემოდან აკონტროლებენ დარბაზს — ყველაფრისთვის, რაც შესაძლოა გადაწერის ფაქტზე მიუთითებდეს.

3. ნიგერია – "დუბლიორები" მოსწავლეების მაგივრად

ზოგიერთ ნიგერიულ სასწავლებელში მოსწავლეები ქირაობენ პროფესიონალებს, რომლებიც მათ ნაცვლად გამოცდებზე მიდიან. მათ აქვთ ყალბი ID ბარათები და გამოცდას ისე აბარებენ, თითქოს თავად იყვნენ მოსწავლეები. ხშირად ასეთი შემთხვევები მაშინ ვლინდება, როცა ზედამხედველებს ეჭვი შეაქვთ ბარათზე გამოსახულ ფოტოსა და იმ ადამიანის მსგავსებაში, ვინც გამოცდაზე ზის.

4. ინდონეზია – ოჯახური "შპარგალკა"

ზოგ რეგიონში ოჯახის წევრები გამოცდების დღეს იკრიბებიან და ეხმარებიან შვილებს — ზოგი ფანჯრიდან ყვირის პასუხებს, ზოგი სხვენზეა ასული და ზემოდან უშვებს ფურცლებს, ზოგიც შენობის უკან იმალება და სიგნალებით გადასცემს ინფორმაციას. ეს თითქმის ოჯახური პროექტივითაა ორგანიზებული. იხილეთ სრულად