როდის და როგორ უნდა დაიწყოთ უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ?
საქართველოში ბევრი მოსწავლე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოხვედრაზე ოცნებობს. თუმცა ყველამ იცის, რომ იქ მოხვედრა უდიდეს კონკურენციას გულისხმობს და მხოლოდ კარგი ნიშნები ამისთვის საკმარისი არის. განათლების კონსულტანტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი,ნათიასირაბიძეგირჩევთ, როდის უნდა დაიწყოთ უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობების განხორციელება, რათა მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ და დაფინასების მიღებაში უპირატესობა გქონდეთ.
„დასავლეთის უნივერსიტეტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აქტივობებს. ეს აქტივობები მოიცავს როგორც მოხალისეობრივ მუშაობას, ასევე კონფერენციებში მონაწილეობას, სხვადასხვა პროექტში ჩართვას და მათ შორის, ოჯახისთვის დახმარებას. მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ - თუ ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებთ მხოლოდ ბოლო წლებში, ეს უნივერსიტეტს მიანიშნებს რომ „ახლა გამოფხიზლდი“. ამიტომ სასურველია, ეს აქტივობები მე-9 კლასიდან დაიწყოთ. ყოველ ზაფხულს, წლის განმავლობაში ერთი აქტივობა მაინც გქონდეთ განხორციელებული, რაც უნივერსიტეტს მიანიშნებს, რომ ნამდვილად აქტიური და საინტერესო პიროვნება ხართ და მხოლოდ უნივერსიტეტში მისაღებად არ დაგიგეგმავთ ეს ყველაფერი.
კარგად გაითვალისწინეთ ეს ნიუანსი - თქვენი შემფასებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამიტომ ისინიც ადამიანურად შეხედავენ თქვენს ყველა აქტივობას“, - ამბობს ნათია სირაბიძე ბლოგში „ნათია განათლებაზე“. იხილეთ სრულად