პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა გაიზარდა - რა პროფესიებზეა მოთხოვნა
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხა სულ 17 083 სტუდენტი, წინა წელს კი 15 494.
ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად, გაზრდილია კურსდამთავრებულთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში ზრდამ 17% აჩვენა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაამთავრა 9 537-მა სტუდენტმა, 2023 წელს მათი რიცხვი 8 123-ს შეადგენდა.
პროფესიების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის სექტორზე მოდიოდა და მათი რაოდენობა 4197-ს შეადგენდა. სხვა პროფესიებზე სტუდენტთა რაოდენობა ასე ნაწილდებოდა:
- ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი - 1610;
- განათლება - 1118;
- ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა - 4197;
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - 2848;
- მომსახურებები - 3068;