იქნება თუ არა საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?
როგორც ცნობილია, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. თუმცა, საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს.
საბავშვო ბაღებში ოფიციალურად უქმე დღეებში ისვენებენ. შესაბამისად, სასწავლო წლის დასრულებამდე შემდეგი დასვენების დღეები დარჩა:
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე