"არ არსებობდეს მე-2 ცვლა... მე-12 კლასის გაუქმება, სახელმძღვანელოების შეცვლა, მე-9 კლასიდან საგნების დიფერენცირება, ბავშვთმოყვარე მასწავლებლები..." - რა ცვლილებები სურთ მშობლებს სკოლებში | Allnews.Ge

"არ არსებობდეს მე-2 ცვლა... მე-12 კლასის გაუქმება, სახელმძღვანელოების შეცვლა, მე-9 კლასიდან საგნების დიფერენცირება, ბავშვთმოყვარე მასწავლებლები..." - რა ცვლილებები სურთ მშობლებს სკოლებში

დღეს იშვიათად ნახავთ მშობელს, რომელიც კმაყოფილია შვილების მიერ სკოლაში მიღებული ცოდნით, სასკოლო განათლებით, სკოლაში არსებული გარემოთი. ამიტომ დავინტერესდით და მშობლებს ვკითხეთ, რის შეცვლას ისურვებდნენ სკოლებში, რაც, მათი აზრით, განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. წარმოგიდგენთ მათ მოსაზრებებს:

"უფასო კვება, გახანგრძლივებული და სხვადასხვა წრეები იქვე, დისციპლინა, გამოცდები ყოველი წლის ბოლოს, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი სტრუქტურა, კონტროლი, სისუფთავე, პასუხისმგებლიანი, პოზიტიური და პროფესიონალი პერსონალი და დანგრეული სკოლების დროზე აშენება"

"სკოლა ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს. ინტერნეტი იმხელა ესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებელს, რომ შეიძლება ყველა გაკვეთილი მომზადდეს ძალიან ინფორაციულად და საინტერესოდ, დიდ ეკრანზე, რომელიც ყველა საკლასო ოთახში უნდა იყოს ... ასეთ გაკვეთილზე ბავშვები ტელეფონით არ ითამაშებენ ... უნდა გადამზადდეს მასწავლებლებიც და აუცილებლად დაწესდეს კონტროლი, რამდენად ხარისხიანად ტარდება გაკვეთილები ყველა საგანში."

"გარდა შესაცვლელი პროგრამებისა, ვისურვებდი მინიმუმ, 5 წრეს (ნამდვილად სასურველია 10 და მეტი) - სავალდებულო იქნებოდა უცხო ენა, მუსიკა, ცეკვა და 2 სპორტული ჯგუფი ინდივიდუალური და ჯგუფური სახეობის, რომელზეც ბავშვები შესძლებდნენ უფასოდ სიარულს ან მინიმალური გადასახადით. ალბათ ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს საცურაო აუზი (ან მოლაპარაკება უახლოეს აუზთან) და სპორტული მოედანი."

"მე-12 კლასის გაუქმება, სახელმძღვანელოებში მასალის გასაგები ენით გადმოცემა, მე-9 კლასიდან საგნების დიფერენცირება რაც არაჩვეულებრივ შედეგს გამოიღებდა, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები. რაც ერთ დროს იყო და საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. კაბინეტების საჭირო ტექნიკით აღჭურვა. რელიგიის ისტორიის დამატება, აუცილებლად კვირაში ერთი საათი მაინც ფსიქოლოგია! ასევე უნდა გადაიხედოს მასწავლებლების საკითხიც, ხელფასი უნდა მოემატოთ და ნერვოზიანები დასვან სახლში, რათა ბავშვს არ შეურყიოს ფსიქიკა და არ შეაძულოს საგანი."

"ხარისხიანი და რელევანტური სასწავლო მასალა. უკიდურესად მოძველებული ან არაფრისმთქმელი, არაადეკვატური და არაფრისმომცემი მასალის (ქართულში განსაკუთრებით) ამოღება. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა პროფესიაში და წახალისება. ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში. ცხოვრებისეული უნარების სწავლება და ახალი თაობის მომზადება უკიდურესად კონკურენტურიანი გარემოსთვის."

იხილეთ სრულად