რატომ ამოიღეს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან კონკრეტული ავტორები? - განათლების მინისტრობის კანდიდატის განმარტება | Allnews.Ge

რატომ ამოიღეს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან კონკრეტული ავტორები? - განათლების მინისტრობის კანდიდატის განმარტება

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მი­დან რიგი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ამო­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გან­მარ­ტავს.

რო­გორც წუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­მოც­დებ­ზე მოხ­ვდე­ბა მხო­ლოდ ის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

ამას­თან, მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს აქვს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო მა­სა­ლე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ახა­ლი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს. თუმ­ცა ეს სა­კი­თხი და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტთა ჯგუ­ფის გა­და­სა­წყვე­ტია.

“არ მინ­და აუ­დი­ტო­რი­ას დავ­პირ­დე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტანთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რა იყოს სას­წავ­ლო ან სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში, ექ­სპერტთა ჯგუ­ფი წყვეტს. ექ­სპერტთა ჯგუ­ფის მიერ რა­ი­მეს შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ ამ სა­კი­თხე­ბის ფარ­თო გან­ხილ­ვა და დის­კუ­სია ხდე­ბა. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს და იმე­დია, შევ­ძლებთ, მაგ­რამ ამ სა­კი­თხის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი წყვე­ტენ“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, “სწავ­ლის პრო­ცეს­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და ყვე­ლა ავ­ტორს და ნა­წარ­მო­ებს ისე­ვე ას­წავ­ლი­ან, რო­გორც აქამ­დე“.“სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ მე­დი­ა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბა, რომ ამო­ი­ღეს, აღარ ას­წავ­ლი­ან. ეს არის ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, ან ცრუ გან­გა­ში, რომ­ლის და­ნერგვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვად მო­ტყუ­ე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ნა­პი­რო­ბეს. ეს არის ცრუ გან­გა­ში იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბავ­შვებს, რო­მელ­თაც წელ­საც მო­უ­წევთ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა, უკვე ნას­წავ­ლი აქვთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, გავ­ლი­ლი აქვთ.

ყვე­ლა სა­გან­ზე გვაქვს სა­ვალ­დე­ბუ­ლო და არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო, რომ რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, გა­მოც­დებ­ზე იმის მიღ­მა სა­კი­თხე­ბი რა­ტომ ხვდე­ბო­დათ. ახლა სა­უ­ბა­რია 7-8 ნა­წარ­მო­ებ­ზე, ასე­თი არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო.

მსოფ­ლი­ო­ში ასეა, რომ ყვე­ლა ნა­წარ­მო­ებს, რისი სურ­ვი­ლიც გვაქვს, რომ სკო­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბო­დეს, სა­ვალ­დე­ბუ­ლოს ვერ გახ­დი. ეს მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით არას­წო­რია. ვე­რა­ვინ, ვერ­სად ვერ სწევს იმას, რისი სურ­ვი­ლიც სის­ტე­მას, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ან მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ. ამი­ტო­მაა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში [მა­სა­ლა] იყო­ფა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლად. გა­მოც­დებ­ზე მოხ­ვდე­ბა მხო­ლოდ ის ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო­დაა სას­წავ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ნა­წარ­მო­ე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ხელ­დე­ბა მე­დი­ა­ში - რამ­დე­ნი­მე თვის წინ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი შევ­ცვა­ლეთ პირ­ვე­ლად ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და მას­ში გა­ვაძ­ლი­ე­რეთ ეროვ­ნუ­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ამი­ტომ 2025 წელს და­ვამ­ტკი­ცებთ ახალ საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებს. ჩემი და ჩვე­ნი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ ახალ საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებ­ში, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან ამო­ვა, ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და­ე­მა­ტოს, და­ე­მა­ტოს სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ სას­წავლ ნა­წილს.

ერთი ის, რომ ვინც წელს აბა­რებს, ნას­წავ­ლი აქვთ; მო­მა­ვალ წლებ­შიც, თუ ასეა, რომ არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლი მოს­წავ­ლე­ებ­მა არ გა­ი­ა­რონ იმის გამო, რომ გა­მოც­და­ზე არ შეხ­ვდე­ბათ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლი გახ­დე­ბა და ეს პრობ­ლე­მაც აღ­მო­ი­ფხვრე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2025 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბი შე­ვი­და.

კერ­ძოდ, შემ­ცი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლის მო­ცუ­ლო­ბა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გარ­კვე­უ­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აღარ აქვთ.