როგორი ამინდი იქნება 16 სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს საქართველოში? | Allnews.Ge

როგორი ამინდი იქნება 16 სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს საქართველოში?

16 სექტემბერს საქართველოში საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი იწყება. ამ დღეს ბევრი მშობელი, მოსწავლე განსაკუთრებით ელოდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა, 16 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი:

"16 სექტემბერს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +28, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს ველოდებით. 16 სექტემბრის დღის ბოლოს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა, დაახლოებით, +28, +29 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც დასავლეთ საქართველოში, აქაც შესაძლოა, საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს." - გვითხრა ხათუნა ქოქოსაძემ.

mshoblebi.ge