საქართველო სამხრეთ კავკასიაში ლიდერია - რომელია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
მსოფლიოს 2025 წლის საუკეთესო უნივერსიტეტი აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც რეიტინგში 13 წლის განმავლობაში ლიდერობს. ახალი, რიგით 21-ე რეიტინგი სარეიტინგო სააგენტო Quacquarelli Symonds-მა (QS) ივნისში გამოაქვეყნა, რომელიც 105 ქვეყნის 1 500-ზე მეტ უნივერსიტეტს მოიცავს.
QS-ის რეიტინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისეთ მახასიათებლებს ითვალისწინებს, როგორიც არის რეპუტაცია სამეცნიერო საზოგადოებასა და დამსაქმებლებს შორის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, საერთაშორისო კავშირები, პროფესორებისა და სტუდენტების თანაფარდობა, სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირება, უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა, ასევე, კურსდამთავრებულთა კარიერული წარმატება.
სიაში ყველაზე მეტი (196) ამერიკული უნივერსიტეტი, შემდეგ კი ბრიტანული (90) და ჩინური (71) უმაღლესი სასწავლებლები არიან. რეიტინგის ტოპ 5-ეულში მხოლოდ ბრიტანული და ამერიკული უნივერსიტეტები მოხვდნენ. ოდნავ დაბლა, პირველ და მეორე ათეულში შვეიცარიის, სინგაპურის, ავსტრალიისა და ჩინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხოლო მესამე ათეულში კანადის, საფრანგეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებია. ამ ქვეყნების, ასევე იაპონიის, სამხრეთ კორეისა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოთა უმაღლესი სასწავლებლები QS-ის საერთო რეიტინგის უმრავლესობას შეადგენენ.
მსოფლიოს 2025 წლის ტოპ-10 საუკეთესო უნივერსიტეტია:
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (2024 წელსაც იგივე)
- ლონდონის იმპერიული კოლეჯი (2024 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტი)
- ოქსფორდის უნივერსიტეტი (2024 წელსაც იგივე)
- ჰარვარდის უნივერსიტეტი (2024 წელსაც იგივე)
- კემბრიჯის უნივერსიტეტი (2024 წელს სტენფორდის უნივერსიტეტი)