საქართველოში 30.7 ათასი უცხოელი სტუდენტია - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სასწავლებლად | Allnews.Ge

საქართველოში 30.7 ათასი უცხოელი სტუდენტია - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სასწავლებლად

2023-24 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 30 701 უცხოელი სტუდენტია, რაც დაახლოებით, 23%-ით მეტია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე. საქსტატის მიხედვით, 2022-23 წლებში, ჩვენს ქვეყანაში 25 069 უცხოელი სწავლობდა.

ამასთან, 2023-24 წლების მდგომარეობით, კერძო უნივერსიტეტში 23 408 უცხოელი სწავლობს, ხოლო 7 293 სახელმწიფოში.

სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდანაა (53,3%), მას მოსდევს იორდანია 7%-ით და ისრაელი 6,2%-ით.

უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ათეული, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს, ასე გამოიყურება:

  • ინდოეთი 16 357
  • იორდანია - 2 104
  • ისრაელი - 1 904
  • ეგვიპტე - 1 073
  • გაერთიანებული სამეფო - 1 007

იხილეთ სრულად

myquiz