როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში და რამდენი დასვენების დღე დარჩა კიდევ? | Allnews.Ge

როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში და რამდენი დასვენების დღე დარჩა კიდევ?

2023-2024 სასწავლო წელი სკოლებში ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს დასრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი ოფიციალურად უქმე დღე - 26 მაისი დარჩა. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. თუმცა, ეს თარიღი კვირა დღეს ემთხვევა. იხილეთ სრულად

myquiz