"რასაც ახლა აირჩევენ აბიტურიენტები, იმ პროფესიით არ იმუშავებენ. თანამედროვე ადამიანი საშუალოდ, 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას, ამიტომ მთავარი მენტალური მოქნილობაა, ცვლილებების არ უნდა გეშინოდეთ" - რჩევები აბიტურიენტებს
პროფესიის არჩევაზე დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. სწორედ პროფესია განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილების დონეს და შემოსავალს. ბუნებრივია, ასეთი საპასუხისმმგებლო არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც დღეს სკოლას ამთავრებს და სამომავლო პროფესიის ასარჩევად ემზადება. ეს არჩევანი არა მარტო აბიტურიენტებისთვის,, მათო ოჯახებისთვისაც დიდი საფიქრალია.
რომლებია ე.წ. მომავლის პროფესიები, რომლებზე იქნება ან არ იქნება მოთხოვნა მომავალში. ამის შესახებ ტრენერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეცილიატი ალექსანდრე ჯეჯელავა „შუადღის“ ეთერში საუბრობს.
რომელია მომავლის პროფესია?
„ის არა, რომელიც თქვენ გგონიათ. რასაც ახლა აირჩევენ აბიტურიენტები, იმ პროფესიით არ იმუშავებენ. თანამედროვე ადამიანი საშუალოდ, 6-ჯერ შეიცვლის პროფესიას. ისე ნუ ჩათვლით, რომ სწავლა აღარ არის საჭირო. ცხოვრების სიჩქარე გაიზარდა, მაგრამ ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება, ისაა, რომ სწავლა სულ დაგჭირდებათ. ექვსჯერ და ათჯერ მეტი სწავლაა საჭირო. აბიტურიენტის ახლანდელ არჩევანს შეიძლება მივუდგეთ, როგორც პირველ პროფესიას. ამ პროფესიით შეხვალთ ცხოვრებაში. თუ ასე შეხედავთ, ცოტა ტვირთიც შეუმსუბუქდება ოჯახსაც და აბიტურიენტსაც.
თუ მომავალში პროფესიის ამდენი ცვლილება მელოდება, ახლა რა ვისწავლო?
სწავლა უნდა ისწავლო. ახლა სწავლობთ იმას, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოთ.
აბიტურიენტი ირჩევს იმას, რაშიც დიპლომი უნდა აიღოს. რას გააკეთებთ და დიპლომში რა გეწერებათ, ამათი თანხვედრა აუცილებელი არ არის.
მოთხოვნად პროფესიას ბაზარი განსაზღვრავს. მოთხოვნადი პროფესიები 5 წლის შემდეგ სულ სხვა იქნება, ვიდრე დღესაა ან 5 წლის წინ იყო. ადამიანი დღეს რომ აბარებს და შრომის ბაზარზე 5 წლის შემდეგ აღმოჩნდება, გამოდის, რომ მკითხაობს, რასაც აზრი არა აქვს. 5 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ იუთუბერობა და AI სპეციალისტი იქნებოდა მოთხოვნადი?
ამიტომ დღეს მთავარია, სად მივიღებთ ყველაზე ხარისხიან ცოდნას, დიპლომი არ განსაზღვრავს იმას, თუ რას გააკეთებთ მომვალში. სამსახური განისაზღვრება არა დიპლომით, არამედ კონკურენციით, შენი უნარებით, მონდომებით, მოტივაციით, ურთიერთობებით. დიპლომი მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ 4 წელიწადში ეს განათლება მიიღეთ. როგორც სკოლის ატესტატი მოწმობს, რომ რაღაც კურსი გაიარეთ, ასე მოწმობს დიპლომიც. იხილეთ სრულად