რომელ პროგრამებზე იყო შარშანდელ გამოცდებზე ყველაზე მაღალი კონკურენცია? - სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც შესაძლოა, აბიტურიენტებს გამოადგეთ
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 4 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედური სტატისტიკაც გამოაქვეყნა.
22 მარტის 10:00 საათის მონაცემების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
ვიდრე 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა გვექნება, დღეს გაგიზიარებთ გასული წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს, რომლებიც შესაძლოა, ახლანდელ აბიტურიენტებს გამოადგეთ და ამ ინფორმაციითაც იხელმძღვანელონ. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ვრცელი ანგარიში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით ყველაზე მაღალი კონკურსი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების შემდეგ პროგრამებზე:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმი);
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მშენებლობა.
2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით:
- ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
- მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;