როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები?
მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
სასწავლო წლის დასრულებამდე შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.