ხვალიდან სასკოლო არდადეგები იწყება - როდემდე გაგრძელდება დასვენება
საქართველოს საჯარო სკოლებში ხვალიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება.
განათლების მინისტრის შესაბამის ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების საკითხს და ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავენ.