რომელია მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტი? | Allnews.Ge

რომელია მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტი?

სწრაფად ცვლად და ტექნოლოგიურად განვითარებულ მსოფლიოში ადამიანები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ფორმალურმა საუნივერსიტეტო განათლებამ დრო მოჭამა. შესაძლოა, გარკვეულ პროფესიებში ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი პლანეტის განვითარებად ნაწილში მაინც, უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სოციალურ ფუნქციას ასრულებს.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგის მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოს მშვენება - ოქსფორდის უნივერსიტეტი მოხვდა, რომელიც ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ინგლისურენოვან სამყაროში. ეს სახელგანთქმული უნივერსიტეტი, ჯამში, 250,000-ზე მეტმა ადამიანმა დაამთავრა, რომელთა შორის 26 ნობელიატი, 30 მსოფლიო ლიდერი და 120 ოლიმპიური მედალოსანი ირიცხება.

საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზე კიდევ ერთი ბრიტანული უნივერსიტეტი მოხვდა, რომელიც ჯერ კიდევ 1209 წელს დაფუძნდა. კემბრიჯის უნივერსიტეტი ბევრი რამითაა სახელგანთქმული, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უნივერსიტეტის 116 ბიბლიოთეკა, რომელიც ერთბაშად 16 მილიონ წიგნს ინახავს.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის წოდებას კი - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, იგივე MIT იკავებს, რომელიც, თავის დროზე, მეცნიერებაზე შეყვარებული ადამიანების მცირე კომუნას აერთიანებდა, მაგრამ დღეს, პლანეტის ტექნოლოგიურ ბირთვად ჩამოყალიბდა, რომელიც, ყოველწლიურად, 11,000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.

myquiz