უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 22,5%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან საქართველოში სასწავლებლად
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 30 701 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ერთ წელიწადში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 22,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სულ 30 701 უცხოელი სწავლობს, ეს მაშინ, როდესაც 2022-2023 წლისთვის 25 069 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში სასწავლებლად ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოდის, 2023-24 წლის მონაცემები ასეთია:
ტოპ-10 ქვეყანა:
- ინდოეთი - 16 357 სტუდენტი
- იორდანია - 2 104 სტუდენტი
- ისრაელი - 1 904 სტუდენტი
- ეგვიპტე -1 073 სტუდენტი
- გაერთიანებული სამეფო - 1 007 სტუდენტი