მაგისტრატურაზე სწავლება, შესაძლოა, სრულად ონლაინ იყოს შესაძლებელი | Allnews.Ge

მაგისტრატურაზე სწავლება, შესაძლოა, სრულად ონლაინ იყოს შესაძლებელი

მაგისტრატურაზე სწავლება, შესაძლოა, სრულად ონლაინ იყოს შესაძლებელი. ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც მთავრობის გეგმაშია ნათქვამი, ცვლილების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სამინისტრო განიხილავს და მუშაობს შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებზე:

  • განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
  • დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;
  • ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;
  • შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება;

იხილეთ სრულად

myquiz