ტოპ-10 ქვეყანა, სადაც ქართველი სტუდენტები სასწავლებად გააგზავნეს
საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022-23 წლებში ქვეყნიდან 723 სტუდენტი გაიგზავნა, ხოლო 2021-22 წლებში - 484.
ამასთან, 2022-23 წლებში საქართველოდან გაგზავნილი 723 სტუდენტიდან ყველაზე მეტი, 22% გერმანიაზე მოდის, რომელსაც აშშ და ესპანეთი მოსდევს.
უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- გერმანია - 157 სტუდენტი
- აშშ - 82 სტუდენტი
- ესპანეთი - 56 სტუდენტი
- ლიეტუვა - 57 სტუდენტი
- თურქეთი - 54 სტუდენტი
- საფრანგეთი - 49 სტუდენტი
- იტალია - 42 სტუდენტი
- პოლონეთი - 38 სტუდენტი
- ავსტრია - 34 სტუდენტი
- ჩეხეთის რესპუბლიკა - 20 სტუდენტი