რა საჩუქრები გადაეცემათ საახალწლოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს - სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა | Allnews.Ge

რა საჩუქრები გადაეცემათ საახალწლოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს - სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა

ყოველწლიურად თბილისის მერია საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ სხვადასხვა ტკბილეულსა და ნუგბარს გადასცემს. წელსაც პატარებისთვის შესასყიდი საჩუქრებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა და წინადადებების მიღება უკვე დაამთავრა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ერთ სასაჩუქრე ყუთში შემდეგი სახის ტკბილეული უნდა იყოს:

თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ ტკბილეულისგან, მათ შორის:

  • შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 25 გრ.
  • ვაფლის ბატონი არანაკლებ 65 გრ.
  • შოკოლადის ბატონ(ებ)ი ჯამში არანაკლებ 40 გრ. შიგთავსით (ქოქოსის ან/და კარამელის ან/და არაქსის შიგთავსებით)
  • შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 4 სახეობა)
  • კარამელის კანფეტი არანაკლებ 4 სხვადასხვა სახეობა (ორი სხვადასხვა შიგთავსით) არანაკლებ 220 გრ.

იხილეთ სრულად

myquiz