2024 წელს მასწავლებლების ხელფასები, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება - რას აცხადებს პრემიერი? | Allnews.Ge

2024 წელს მასწავლებლების ხელფასები, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება - რას აცხადებს პრემიერი?

მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ჩემო ძვირ­ფა­სო პე­და­გო­გე­ბო, კარ­გად ვი­ცით, რომ ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­პა­ტიო და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­აა - ჩვენ ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ღირ­სე­უ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა, ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რის სა­წინ­და­რი, მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტი, სა­ძირ­კვე­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ამ სა­ძირ­კვლის სიმ­ყა­რე­ში და სიმ­ტკი­ცე­ში, რა თქმა უნდა, მას­წავ­ლებ­ლებს გა­ნუ­ზომ­ლად დიდი როლი აკის­რი­ათ.

"მე კარ­გად ვიცი, თუ რა­ო­დენ დიდ შრო­მას ეწე­ვით თქვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად, ზრუ­ნავთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მათ აღ­ზრდა­ზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ ყვე­ლას გვყავს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე დიდი როლი იქო­ნი­ეს და რაც მთა­ვა­რია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვეს, გვას­წავ­ლეს, ზო­გა­დად, აზ­როვ­ნე­ბა, გვას­წავ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი, ის, რაც მხო­ლოდ წიგ­ნე­ბით არ ის­წავ­ლე­ბა.

ამი­ტომ ჩვენ, მთავ­რო­ბას, კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს დიდი ღვაწ­ლი, რო­მელ­საც თქვენ ეწე­ვით. მი­მაჩ­ნია, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით ჩვენ, მთავ­რო­ბამ მეტი უნდა გა­ვა­კე­თოთ. ამ მიზ­ნით, ჩვე­ნი მი­ნის­ტრი და მთლი­ა­ნად ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ვმუ­შა­ობთ. ახლა კი­დევ უფრო მე­ტად, ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. გა­ვაგ­რძე­ლებთ ზრუნ­ვას პე­და­გო­გე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2024 წელს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლარი, აქე­დან, 160 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას, რო­მე­ლიც, სრუ­ლი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ლა­რით და მე­ტით გა­იზ­რდე­ბა. ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ძა­ლი­ან მალე წარ­მო­გიდ­გენთ კონ­კრე­ტულ ხედ­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

myquiz