შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა - ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები? | Allnews.Ge

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა - ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა. შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში დღეს აისახა, საიდანაც ჩანს, რომ ახალი მესაკუთრეები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია (49%) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მფლობელი გია კავთელიშვილი (51%) არიან.

მანამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის 60% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კონტროლს, 40% - კი გერმანიაში რეგისტრირებულ ამხანაგობა შიმშექი, ალთაში, აქინის ეკუთვნოდა.

თავის მხრივ „კონტროლის“ 50-50%-იან წილებს თურქეთის მოქალაქე აიჰან არსლანი და საქართველო-თურქეთის მოქალაქე რესულ დიქმენი ფლობენ.

myquiz