როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15 სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს? | Allnews.Ge

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 15 სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს?

საჯარო სკოლებში ოფიციალურად 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ კი გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ:

"15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. თუმცა თბილი ამინდი იქნება. ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ტემპერატურა კი +22, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +24, +26 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი." - გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ.

myquiz