პროფსასწავლებლები უფრო მოთხოვნადი ხდება - რომელ პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
აქართველოში პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით მოიმატა როგორც ახლადჩარიცხულთა რაოდენობამ, ასევე კურსდამთავრებულების რიცხვმაც.
უფრო კონკრეტულად, 2022 წელს საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 14 103 სტუდენტი, 2021 წელს კი 11 204. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, შარშან პროფსასწავლებლები 7 605-მა სტუდენტმა დაამთავრა, 2021 წელს კი 6 775-მა.
გთავაზობთ Top-5 სპეციალობას, სადაც 2022 წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა:
- ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა - 3 284
- მომსახურებები - 2 877
- ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა - 2 178
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები - 1 815
- ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი - 1 789
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 94 ერთეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა, აქედან 52 არის კერძო, 42 კი საჯარო.
ამასთან, 94 დაწესებულებიდან, 67 არის პროფესიული კოლეჯი, 19 - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 8 კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.