"სკოლაში სწავლა დილით 10 საათზე უნდა იწყებოდეს" - ნეირობიოლოგების რეკომენდაცია, რომელიც ბავშვის ტვინის ფუნქციონირებას ეფუძნება | Allnews.Ge

"სკოლაში სწავლა დილით 10 საათზე უნდა იწყებოდეს" - ნეირობიოლოგების რეკომენდაცია, რომელიც ბავშვის ტვინის ფუნქციონირებას ეფუძნება

სწავლის დაწყება, როგორც წესი, დილით ადრე გაღვიძებას უკავშირდება, რაც ყველაზე მტანჯველი მომენტია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის.

ნეირობიოლოგებს მიმაჩნიათ, რომ ძალით გაღვიძებული და ჯერაც გამოუფხიზლებელი ბავშვი სკოლაში სათანადოდ ვერ ითვისებს ინფორმაციას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწავლების დაწყების დრო არა ინფრასტრუქტურის მოხერხებულად ფუნქციონირებას, არამედ ტვინის მუშაობის რიტმს უნდა ეფუძნებოდეს.

რა თქმა უნდა, მოსწავლე ვერ ახერხებს ინფორმაციის აღქმას, როცა საკმარისად არ ეძინა. მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იქცევა ცოდნად, როცა ბავშვი კარგად იაზრებს მას.

ნეირობიოლოგების თქმით, სასკოლო განრიგით განსაკუთრებით თინეიჯერი ბავშვები ზარალდებიან, რომლებსაც საღამოს ადრე დაძინება უჭირთ. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სკოლის მოსწავლეები დეპრესიაში ვარდებიან და ზედმეტ ჭამას, მოწევას იწყებენ ხშირად იმის გამო, რომ მუდმივად ადრე ადგომით გაფუჭებული განწყობა როგორმე გაახალისონ.

რა ეფექტი ექნება გაკვეთილების მოგვიანებით დაწყებას?

მეცნიერებმა არაერთხელ თქვეს, რომ ძალით გაღვიძება და ძილის ნაკლებობა წამებაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოგვიანებით იწყებენ სწავლას, თავს უკეთ გრძნობენ და ნაკლებად განიცდიან ძილიანობას. ასევე, ზოგიერთი წყაროს თანახმად, მოსწავლეები, რომლებიც სკოლას უფრო გვიან იწყებენ, უკეთესად სწავლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ადრე დგებიან.

ნიუ-იორკის სკოლის ერთ-ერთმა დირექტორმა გაკვეთილების დაწყების დრო 8.30-დან 10 საათამდე გადაიტანა. შედეგად, მოსწავლეთა მიღწევები თითქმის 20%-ით გაიზარდა.

თუ დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მათი მშობლები დაინტერესებულნი არიან სწავლის ადრე დაწყებით, რადგან მათ შვილები სკოლაში უნდა წაიყვანონ და სამსახურში გაიქცნენ. მაგრამ იდეის ავტორების თქმით, აუცილებელია ისეთი სკოლების გახსნაც, სადაც გაკვეთილები ჩვეულებრივზე გვიან დაიწყება და შემდეგ მოსწავლეთა პროგრესი უნდა შეადარონ ერთმანეთს. იხილეთ სრულად

myquiz