რა ღირს სწავლა თბილისის ძვირადღირებულ კერძო სკოლებში? | Allnews.Ge

რა ღირს სწავლა თბილისის ძვირადღირებულ კერძო სკოლებში?

სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია. სწორედ სკოლა და მისი ღირებულებები განსაზღვრავს ნაწილობრივ ადამიანის მომავალს.

სახელმწიფო სკოლების პარალელურად, საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მატულობს კერძო სკოლები, რომლებიც ერთმანეთზე უფრო მომხიბვლელ პირობებს გვთავაზობენ. თუმცა, საკმაოდ კარგ პირობებთან ერთად, საკმაოდ მაღალი გადასახადიც არის, რაც ბევრისთვის ფუფუნებას წარმოადგენს.

გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე იაფი ღირს:

ბაქსვუდის სკოლა

7e48cdc5c924d639974160bb057e4adb-770x53938300512004-36-52-1693891534.jpg

ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

სწავლის ღირებულება - წელიწადში 15 000 ლარი

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

1879-1693891625.jpg

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა

სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:

VIII კლასი - 15 000 ლარი

IX-XII კლასები - 26 500 ლარი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

20200729131708-1693891663.jpg

ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.

სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.

სწავლის საფასური 9 000 ლარს შეადგენს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია

123-1693891705.jpg

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა.

სწავლის ღირებულება 1-დან მე-5 კლასების ჩათვლით 5 500 დოლარს შეადგენს, მე-6 - მე-9 კლასებში - 7 500 დოლარი, მე-9 და მე-10 კლასებში- 9 500 დოლარი, ხოლო დამამთავრებელ კლასებში სწავლის ღირებულება 10 500 დოლარს შეადგენს. იხილეთ სრულად

myquiz