ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს? | Allnews.Ge

ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს?

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა 2023 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო. დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა შე­დე­გი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ი­გეს. გა­გაც­ნობთ მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რი, 60 ქუ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლეს:

ნია ჩა­ჩა­ნი­ძე, ნინი აბ­ჟან­და­ძე და ბარ­ბა­რე ფან­ცხა­ვა სწო­რედ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქულა მი­ი­ღეს.

ნია ჩა­ჩა­ნი­ძე სკო­ლა "ოპი­ზას" კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის, 60 ქუ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლო. ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სურს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. ამ­ბობს, რომ შე­დე­გის მიღ­წე­ვა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია:

- ეს საკ­მა­ოდ დიდი შრო­მის შე­დე­გია, მო­ვინ­დო­მე, ბევ­რი რამ წა­ვი­კი­თხე და სის­ტე­მა­ტუ­რად ვმუ­შა­ობ­დი. მას­წავ­ლე­ბელ­თა­ნაც დავ­დი­ო­დი და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად, გა­ა­მარ­თლა. სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და და ამ შე­დეგ­ში მისი როლი ძა­ლი­ან დი­დია. მშობ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და მგო­ნია, მათ გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და. უმაღ­ლე­სი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას, კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­კი­თხვას, ფილ­მე­ბის ნახ­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ხში­რად გვირ­ჩევ­და, რა ტი­პის მა­სა­ლის­თვის მიგ­ვექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz