რა განათლება აქვს მიღებული შალვა პაპუაშვილს? | Allnews.Ge

რა განათლება აქვს მიღებული შალვა პაპუაშვილს?

საზოგადოებას ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება თუ ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის აინტერესებს. არანაკლებ ხშირად განიხილება მათი განათლება და კარიერული განვითარებას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რა განათლება აქვს მიღებული შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1998-1999 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

295424615-463702075760856-2237976314766144606-n-1690185674.jpg

ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

2000-2002 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

რაც შეეხება მის აკადემიურ საქმიანობას, 2012-2015 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან კი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

myquiz