რა განათლება აქვს მიღებული ირაკლი კობახიძეს? | Allnews.Ge

რა განათლება აქვს მიღებული ირაკლი კობახიძეს?

საზოგადოებას ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება თუ ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის აინტერესებს. არანაკლებ ხშირად განიხილება მათი განათლება და კარიერული განვითარებას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რა განათლება აქვს მიღებული პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს.

kobaxidze-1689412378.png

მან იურიდიული განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995-2000 წლებში. მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში.

2002-2006 წლებში ის გერმანიაში, დიუსელდორფის ჰაინრიხ-ჰაინეს უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

კერძოდ, 2002-2006 - ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი - სამართლის დოქტორი (Dr. iur.).

2002-2005 ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, - სამართლის მაგისტრი (LL.M.).

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში.

იკავებდა ექსპერტულ და მენეჯერულ თანამდებობებს გაეროს განვითარების პროგრამაში, აგრეთვე აკადემიურ თანამდებობებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

myquiz