უკრაინა, საფრანგეთი, აშშ - რა განათლება აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილს? | Allnews.Ge

უკრაინა, საფრანგეთი, აშშ - რა განათლება აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილს?

საზოგადოებას ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება თუ ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის აინტერესებს. არანაკლებ ხშირად განიხილება მათი განათლება და კარიერული განვითარებას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რა განათლება აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილი ჯერ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა , ხოლო შემდეგ თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა.

1992 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

mishas-bavshvoba-1689229103.jpg

შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით.

ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში.

იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში.

1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.

1995 წელს ის მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს პეტერსონთან, ბელკნაფთან, ვებთან და ტაილერთან.