რომელია 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სკოლა საქართველოში?
კერძო სკოლებში ჩარიცხულთა წილი 2022-23 წელს 10.1%-ს შეადგენდა და მოსალოდნელია, რომ 2027-28 წელს ეს მაჩვენებელი 11.3%-მდე გაიზრდება. ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვით, კერძო სკოლებში ერთ მოსწავლეზე საშუალო შემოსავალმა 2022 წელს 4 500 ლარი შეადგინა; შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 3 200 ლარი იყო.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ტოპ-15 კერძო სკოლის მომგებიანობის მარჟები პანდემიის მიუხედავად, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა - 2021 წელს EBITDA მარჟა 24.5%-ს, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 22.7%-ს შეადგენდა.
Galt & Taggart-ის თანახმად, 2022-2023 წლებში, შემოსავლის მიხედვით საქართველოში, ტოპ-10 კერძო სკოლის სია ასეთია:
- ბრიტანულ ქართული აკადემია - 20 300 000 ლარი
- ევროპული სკოლა - 18 157 000 ლარიახალი სკოლა - 14 148 000 ლარი
- თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - 13 924 000 ლარი
- შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - 8 704 000 ლარი