რა განათლება აქვს მიღებული ირაკლი ღარიბაშვილს? | Allnews.Ge

რა განათლება აქვს მიღებული ირაკლი ღარიბაშვილს?

საზოგადოებას ცნობილი ადამიანებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება თუ ქონებრივი დეკლარაცია ყოველთვის აინტერესებს. არანაკლებ ხშირად განიხილება მათი განათლება და კარიერული განვითარებას. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რა განათლება აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა.

garibashvili-1689061727.png

ირაკლი ღარიბაშვილი სკოლაში სწავლის პერიოდში

1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში - Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

პრემიერი ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

myquiz