ვინ არის 45 წლის ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ეროვნულ გამოცდებს აბარებს? | Allnews.Ge

ვინ არის 45 წლის ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ეროვნულ გამოცდებს აბარებს?

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს წელს 45 წლის ქალი, 7 შვი­ლის დედა და ორი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია აბა­რებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, "ფე­ის­ბუქ­შია" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

მეგი თა­თეშ­ვი­ლი თა­ვის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა:

"45 წლის ვარ - 7 შვი­ლის დედა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია. წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ. ამ ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევ­რის­თვის ალ­ბათ უც­ნა­უ­რია…1995 წელს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე კურ­სი­დან სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლი. ამა­ზე გული, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის მწყდე­ბო­და.

მე­უღ­ლე 3 წე­ლია, რაც გარ­დაც­ვლი­ლია. მას შემ­დეგ, რაც მარ­ტო დავ­რჩი, მე­ტად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის­თვის, ქა­ლის­თვის სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას… სწავ­ლას, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, მე კი ამ ყვე­ლა­ფერს მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი გა­მოც­და უკვე მქონ­და.

მრა­ვა­ლი წი­ნა­ღო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა და ამ გზით ყვე­ლას­თვის (მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის) იმის ჩვე­ნე­ბა, რომ, თუ მი­ზანს და­ი­სა­ხავ, ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მებ, ასა­კი სა­ერ­თოდ არა­ფერს ნიშ­ნავს. ახლა სა­ბავ­შვო ბაღ­ში ვმუ­შა­ობ. აღ­მზრდე­ლის თა­ნა­შემ­წე ვარ. მო­მა­ვალ­შიც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ვგეგ­მავ გან­ვი­თა­რე­ბას. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ვემ­ზა­დე. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვა", - ამ­ბობს მეგი თა­თეშ­ვი­ლი.

myquiz