"აბიტურიენტი შეიძლება ძალიან კარგად იყოს მომზადებული, მაგრამ ემოციურად გადაიწვას, გამოიფიტოს და მეცადინეობაზე კონცენტრაცია ვეღარ მოახერხოს" - როგორ დავეხმაროთ აბიტურიენტს | Allnews.Ge

"აბიტურიენტი შეიძლება ძალიან კარგად იყოს მომზადებული, მაგრამ ემოციურად გადაიწვას, გამოიფიტოს და მეცადინეობაზე კონცენტრაცია ვეღარ მოახერხოს" - როგორ დავეხმაროთ აბიტურიენტს

ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე "პირველი არხის" ეთერში საუბრობს, რა გავლენას ახდენს აბიტურიენტებზე მომატებული შფოთვა და ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მხრიდან წნეხი:

- აბიტურიენტებს გაურკვევლობის განცდა აქვთ, ფიქრობენ, როგორ ჩააბარებენ, რა მოხდება. ოჯახის წევრების, საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი წნეხია. მოლოდინი აქვთ, როგორ შედეგს მიაღწევენ, რა ქულებს მიიღებენ, რასაც ბავშვები ვეღარ უმკლავდებიან. განსაკუთრებით, წინასაგამოცდო პერიოდში. ვიღაცებს უფრო უკეთესი დაძლევის მექანიზმები აქვს, ვიღაცებს - უფრო ნაკლები.

შესაბამისად, შესაძლოა, აბიტურიენტს ძალიან კარგი განათლება ჰქონდეს, კარგად იყოს მომზადებული, მაგრამ ამის გამო ემოციურად გადაიწვას, თავს გამოფიტულად გრძნობდეს, ფიქრობდეს, რომ არაფერი აღარ იცის. პრობლემაა ისიც, რომ ამ დროს ვერ იკვებებიან, არ სძინავთ, უცებ განგაშის ჩართვა ეწყებათ და მეცადინეობაზე კონცენტრაციას ვეღარ ახერხებენ. მერე ამაზე კიდევ უფრო მეტად შფოთავენ. იხილეთ სრულად

myquiz