რა შემთხვევაში გადაეცემა მოსწავლეს ოქროს ან ვერცხლის მედალი და რა შეგიძლიათ გააკეთოთ,, თუ მასწავლებლის მიერ დაწერილ ქულას არ ეთანხმებით | Allnews.Ge

რა შემთხვევაში გადაეცემა მოსწავლეს ოქროს ან ვერცხლის მედალი და რა შეგიძლიათ გააკეთოთ,, თუ მასწავლებლის მიერ დაწერილ ქულას არ ეთანხმებით

წარჩინებული მოსწავლეები უკვე მრავალი წელია, სკოლის დასრულების შემდეგ, ოქროსა და ვერცხლის მედალს იღებენ. მედლების გაცემის მიზანი მოსწავლეების წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ზუსტადაა გაწერილი, რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე კონკრეტულ წახალისებას:

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

ოქროსა და ვერცხლის მედალს ვერ მიიღებენ ის მოსწავლეები:

რომლებმაც აღნიშნულ კლასებში პროგრამა წარმატებით დაძლიეს, თუმცა გამოცდები ექსტერნად ჩააბარეს.

ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ოქროსა და ვერცხლის მედლის გაცემის პირობების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მასწავლებლის მიერ დაწერილ ნიშანს არ ეთანხმებით?

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, მოსწავლეს უფლება აქვს, სემესტრული ნიშანი გააპროტესტოს, მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და ქულის გაუმჯობესების მიზნით, განმეორებითი ტესტირება ან კიდევ გამოცდის სხვა ფორმა მოითხოვოს. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, კონკრეტული საგნის ფარგლებში სხვადასხვა საკითხი შეიმუშაოს და მოსწავლეს მისცეს უფლება, ქულა გაიუმჯობესოს.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ წლიური ნიშანი უკვე დაწერილია და ასახულია ბაზაში, მაშინ ნიშანი ვეღარ შეიცვლება.

რა პრივილეგიებით სარგებლობენ მედალოსნები?

მოსწავლეები, რომლებიც მიიღებენ ოქროს ან ვერცხლის მედლებს, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ. თუმცა მათ ითვალისწინებს რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, რომლებიც მედალოსნებს სასწავლო გრანტს სთავაზობენ. იხილეთ სრულად

myquiz