აქვს თუ არა უფლება საჯარო სკოლის მასწავლებელს, თავისი მოსწავლე ანაზღაურების სანაცვლოდ ამეცადინოს? | Allnews.Ge

აქვს თუ არა უფლება საჯარო სკოლის მასწავლებელს, თავისი მოსწავლე ანაზღაურების სანაცვლოდ ამეცადინოს?

ბოლო წლებში მშობლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპეტიტორებს და სკოლაში არსებული სწავლის ხარისხითაც გამოთქვამენ ხოლმე უკმაყოფილებას. ზოგჯერ კი ბავშვებს ე.წ. ფასიან, დამატებით გაკვეთილებს თავად იმავე სკოლისა და საგნის მასწავლებლები სთავაზობენ, ძირითადი გაკვეთილების შემდეგ ტოვებენ და დამატებით ამეცადინებენ. თუმცა ამასაც არ მოჰყვება ხოლმე ერთგვაროვანი შედეგები და ხშირად ხდება ისე, რომ სხვა მოსწავლეებთან შედარებით "საკუთარ" მოსწავლეებს მასწავლებლები არჩევენ.

ერთია ის პრობლემა, რომ მოსწავლეს ძირითად საგაკვეთილო პერიოდში არ ეძლევა შესაბამისი ცოდნა და სჭირდება დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, მეორე კი მსგავსი შემთხვევები, როდესაც საკუთარ მასწავლებელთან მეცადინეობს დამატებით და ეს ზემოაღნიშნულ დისკომფორტს და მოსწავლეების "გარჩევას" იწვევს ხოლმე.

დავინტერესდით, აქვს თუ არა სკოლის მასწავლებელს უფლება, საკუთარ მოსწავლეს ფასიანი გაკვეთილები შესთავაზოს?

არის გარკვეული ტიპის დოკუმენტები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებენ. კერძოდ, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსში მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის თემაცაა განსაზღვრული, სადაც აღნიშნულია:

"მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა."

ზოგადი განათლების შესახებ კანონში კი წერია:

"საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:

  • შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი;
  • ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე;
  • შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.

იხილეთ სრულად

myquiz