ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლები მსოფლიოში - სად მდებარეობს ისინი? | Allnews.Ge

ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლები მსოფლიოში - სად მდებარეობს ისინი?

ზოგიერთი სკოლა ცნობილია თავისი მაღალი ფასით, რის გამოც ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სკოლების სიაში მოხვდნენ.

სტატიაში მოყვანილი თითოეული სკოლის საფასური წელიწადში 100,000 აშშ დოლარს აღემატება, ზოგიერთს კი, მილიარდობით დოლარის ღირებულების საჩუქრები აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის დაფინანსება მოიპოვეთ და სიაში მოყვანილ რომელიმე სკოლაში აგრძელებთ სწავლას, თქვენ გექნებათ წვდომა საუკეთესო რესურსებსა და შესაძლებლობებზე, რაც დაგეხმარებათ მომავალში წარმატების მიღწევაში.

ამ სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ შეუერთდნენ სხვადასხვა კლუბსა და სპორტულ გუნდებს, რათა აღმოაჩინონ თავიანთი ნიჭი.

Hurtwood House School, დიდი ბრიტანეთი - 104,000 დოლარი წელიწადში

ჰურტვუდის სკოლა 1970 წელს რიჩარდ ჯექსონმა დააარსა. სკოლა სურეი ჰილზში, დიდი ბრიტანეთში მდებარეობს და იღებს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 15-19 წლის, 350 მოზარდი სწავლობს. ყოველწლიურად კი, 150 მოსწავლეს იღებს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, მათ სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს. ჰურტვუდ ჰაუს სკოლას აქვს სტიპენდიის პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნების, მათემატიკისა და მეცნიერებებისთვის. ასევე, აქვს სხვადასხვა კლუბი და სპორტული პროგრამა.

წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა (St George’s International School) - 108,000 დოლარი წელიწადში

წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა 1927 წელს დაარსდა და ის სკოლა-პანსიონის სახით ფუნქციონირებს. სკოლა ყოველწლიურად, 60-ზე მეტი ეროვნების, 480-500-მდე მოსწავლეს იღებს. დაწესებულება ალპების ძირში, ლემანის ტბის ნაპირებზე მდებარეობს. თავის სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სპორტს. მოსწავლეები ასევე ხვდებიან სკოლის სხვადასხვა კლუბებში.

Shortridge Academy - 110,000 დოლარი წელიწადში

Shortridge Academy არის პანსიონი მდებარეობს ნიუ ჰემფშირში, ინგლისში. სკოლა, რომელიც დაარსდა 2002 წელს, არის თერაპიული, რადგან ის იღებს სტუდენტებს, რომლებიც განიცდიან დეპრესიას, შფოთვას, დაბალ თვითშეფასებას ან სხვა სახის მენტალურ პრობლემებს. ისინი ასევე დახმარებას სთავაზობენ სტუდენტებს, რომლებსაც აკადემიური სირთულეები აქვთ. Shortridge Academy-ს კამპუსში საშუალოდ 50 სტუდენტი ჰყავს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპონსორობით, სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს ჯანსაღი სოციალური ცხოვრების შექმნაში.

ლეისინის ამერიკული სკოლა-შვეიცარია (Leysin American School) – 11 1000 დოლარი წელიწადში

ლეისინის ამერიკული სკოლა (LAS) დაარსდა 1961 წელს სიგრიდის და ფრედ ოტის მიერ. ის შვეიცარიის ალპებში მდებარეობს. სტუდენტებს კი მთელი მსოფლიოდან იღებს. LAS იღებს 350 სტუდენტს 7 წლიდან 18 წლამდე. სკოლას აქვს კლასგარეშე, სპორტული და სხვა სახის პროგრამების მდიდარი კულტურა, რომელიც გთავაზობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის და ამერიკული საშუალო სკოლის დიპლომებს. იხილეთ სრულად

myquiz