ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია | Allnews.Ge

ბიჭი, რომელსაც 18 წლამდე წერა-კითხვა არ შეეძლო, ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია

ჯე­ი­სონ არ­და­იმ, ბიჭ­მა, რო­მელ­საც 18 წლამ­დე წერა-კი­თხვა არ შე­ეძ­ლო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და ახლა კემ­ბრი­ჯის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია. ის რა­სის, უთა­ნას­წო­რო­ბის და გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ფე­რად­კა­ნი­ა­ნი, აზი­ე­ლი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით.

ჯე­ი­სონს 3 წლის ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის და აუ­ტიზ­მის სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მას 11 წლამ­დე ლა­პა­რა­კი არ შე­ეძ­ლო, წერა-კი­თხვა კი 18 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა.

ჯე­ი­სონს თე­რა­პევ­ტებ­მა უთხრეს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ხმა­რეს­თან ერ­თად უნდა ეცხოვ­რა, თუმ­ცა ბიჭი არ და­ნებ­და. არ­და­იმ დე­და­მი­სის სა­ძი­ნებ­ლის კე­დელ­ზე სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი ჩა­მო­წე­რა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, მას ოქსფორ­დის ან კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ემუ­შა­ვა.

jason-arday-on-racial-huyyiginb85-m-6katktqzb1400x1400-59805-1677561305.jpg

მი­უ­ხე­და­ვად და­უნ­დო­ბე­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი­სა, 37 წლის არ­და­ის ახლა მსოფ­ლი­ოს რი­გით მე­ო­რე სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია. ამავდრო­უ­ლად, ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი პრო­ფე­სო­რია.

არ­დაი, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზის შემ­დეგ, სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ, ჟეს­ტე­ბის ენას იყე­ნებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მან გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ას­პი­რან­ტუ­რის სერ­თი­ფი­კატ­თან ერ­თად, ორი სა­მა­გის­ტრო კვა­ლი­ფი­კა­ცია და ლი­ვერ­პუ­ლის ჯონ მურ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის­მა მე­გო­ბარ­მა და მენ­ტორ­მა, სან­დრო სან­დიმ ურ­ჩია, რომ აკა­დე­მი­უ­რი კა­რი­ე­რა წა­მო­ე­წყო: "მგო­ნია, რომ შენ ამას შეძ­ლებ. ვფიქ­რობ, შეგ­ვიძ­ლია მსოფ­ლი­ოს შე­ვებ­რძო­ლოთ და გა­ვი­მარ­ჯვოთ.“

"ბევ­რი აკა­დე­მი­კო­სი ამ­ბობს, რომ ისი­ნი ამ სფე­რო­ში "შემ­თხვე­ვით" მოხ­ვდნენ, მაგ­რამ მე იმ კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტი­დან და­ვი­სა­ხე მიზ­ნად ეს საქ­მი­ა­ნო­ბა. ეს ის იყო, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­დო­და“, - ამ­ბობს არ­დაი The Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. იხილეთ სრულად

myquiz